Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

გარნა არა დაიწერების

  • 1

    ასო ჰ იხმარების ზოგჯერ სათვალავთა შინა ნაცულად ჱ, ანუ 8 (იხილე შესავალსა შინა). ესევე ჰ იხმარების ზმნათა შინა, რომელთაცა პირველსა პირსა შემდგომად ვ აქუს რომელიმე ხმოვანი ასო. მაგალითად, ვჰსჯი, ჰსჯი; ვჰსწავლობ, ჰსწავლობ; ვჰსწერ, სწერ; ვჰგალობ, ჰგალობ; ვჰკადაგებ, ჰკადაგებ; ვჰკვეთ, ჰკვეთ და სხ. გარნა სახელზმნათა და მიმღეობათა მათთა არღა საჭიროდ აქუსთ ჰ, ვითარ სჯა, სჯული, სწავლა, სწავლული, წერა, გალობა, ქადაგება, კვეთა და არა ჰსჯა, ჰსჯული, ჰსწავლა, ჰსწავლული, ჰწერა, ჰგალობა, ჰქადაგება, ჰკვეთა და სხვანი. და ამისთჳს სახელზმნანი და მიმღეობანი ასოსა ამას შინა სრულიად არა შემოტანილ არიან, რამეთუ ჰკვეთა არა არს სახელზმნა, არამედ მესამე პირი განვლილისა სრულისა დროჲსა. ეგრეთვე ჰსწავლა არს მესამე პირივე სრულის დროჲსა ზმნისაგან ვჰსწავლი.
    ფრიად უკანონო არს ასოჲსაის ამის დამატება თავად უცხოსა ენისა ლექსთა მათ, რომელნიცა თჳსსა ენასა ზედა არა იწერებიან ასოჲთა ჰ. მაგალითად: რომი, რომაული, ურია, ურიასტანი. მიბაძვითა სომხურის ენისათა სწერენ: ჰრომი, ჰრომაული, ჰურია, ჰურიასტანი და სხვანი. რამეთუ თჳთ ლათინურსა ენასაცა აქუს ასო ჰ, რომელია H, h, გარნა არა დაიწერების Hroma, Hromanus, Huria, არამედ Roma, Romanus, Uria და სხვანი. გარდა ამისა მრავალთა შინა ლექსთა, თჳთ სომხურისგან მიღებულთა ქართულად, დაიტოვების ასო ჰ. მაგალითად: ჰალავი - ალავი, ჰამბავი - ამბავი, ჰამქარი - ამქარი, ჰასაკი - ასაკი, ჰასნაფი - ასნაფი, ჰაზრი - აზრი და სხ. და თჳთ ქართულთაცა ზმნათა შინა, ვინათგან უჩინრად და მსუბუქად იხმარების ჰ. მაგალითად: ვჰსწერ, ჰსწერ შესაძლო არს თქმა ვსწერ, სწერ და სხ. ესევითარნი ლექსნი, ქართულსა ენასა შინა მიღებულნი, უფრორე დაიწერებიან ბერძულისაებრ, ვითარ Έλένη ელენა; Ίστορϊα ისტორია. არა ვსწერთ ლათინურისაებრ Helena ჰელენა, Historia ჰისტორია. ხოლო სხვათა ლექსთა უკეთუ ვისმე ენებოს დაწერა ლათინურისაებრ, არცა იგი არს უშესაბამო, რამეთუ ქართულსა ენასა საკმაოდ ჰქონან ასონი ორთავე მათ ენათა შემსგავსებულნი. მაგალითად, უკეთუ ვინმე დასწეროს ბერძულისაებრ ლექსნი Όμηρος ომიროს, უმიროს, Άρμονία არმონია, Άρπϊα არპია, Όρίζων ორიზონი. გინა ლათინურისაებრ Homerus ჰომეროს, harmonia ჰარმონია, harpia ჰარპია, horizon, -tis ჰორიზონტი. ორგვარადვე მოეზავებიან, გარნა სხვათა ენათა მიბაძვითა დაწერა: ღომერ ანუ გომერ, ღარმონია ან გარმონია, ღარპია ან გარპია, ღორიზონტი ან გორიზონტი. ესე უშესაბამო არს, რამეთუ არცა ბერძულსა, არცა ლათინურსა ენასა ზედა ესრეთ არა იწერებიან.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»